ჯაბა სამუშია რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული გამარჯვებული პროექტების მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშია ფონდის მიერ გამოცხადებული მიზნობრივი კონკურსების მონაწილეებს შეხვდა.

როგორც “კვირას” ფონდის პრესსამსახურიდან აცნობეს, ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების, საგრანტო კონკურსისა და საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების კონკურსის, ასევე, საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამარჯვებული პროექტების მონაწილეებთან შეხვედრა მათ მაქსიმალურ მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

ფონდის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადონ გამარჯვებული პროექტებს და დაეხმარონ ყველა იმ პრობლემების მოგვარებაში, რომელიც პროექტების განხორციელების დროს შეიძლება წარმოიშვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები