ზუგდიდში სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით 22 წლის გოგო გარდაიცვალა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში 22 წლის სალომე გაგუა სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა.
დაღუპულის ოჯახის წევრების განცხადებით, გოგონას ერთი კვირის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. მათი განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პაციენტი კლინიკაში არ გადაიყვანა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში თავად გადაიყვანეს. გაგუას ახლობლები საავადმყოფოს არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებენ, რადგან მათი განცხადებით, ახალგაზრდა გოგონას მდგომარეობა კლინიკაში მიყვანის შემდეგ გაუარესდა და საჭირო გახდა მისი თბილისში გადაყვანა. თუმცა 22 წლის სალომე გაგუა გვიან ღამით, გზაში გარდაიცვალა.

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტი კლინიკაში 19 იანვარს,  გრიპისთვის დამახასიათებელი მწვავე რესპირატორული სიმპტომებით  მიიყვანეს.  მას ყველა შესაბამისი სამედიცინო კვლევა ჩაუტარდა და  შემდეგ, ოჯახთან მოლაპარაკების შედეგად, გადაყვანილ იქნა ქუთაისში.

გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები