ბათუმში ავარიისას დაშავებული მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 14 და 15 წლის გოგონების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ,,რეგიონულ კვირას” ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში განუცხადეს. მედიკოსების თქმით, დაშავებულებს სხეულის მრავლობითი დაზიანება და თავის ტვინის შერყევა აღენიშნებოდათ. მათ ყველა საჭორო სამედიცინო პტოცედურა უტარდებათ. თუ როდის გაწერენ გოგონებს ამ ეტაპზე უცნობია.
ცნობისთვის, გუშინ
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაშავდა. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ორ გოგონას, რომლებიც გზაზე გადადიოდნენ ავტომობილი დაეჯახა, მძღოლი კი შემთხვევის ადგილოდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მისი ადგილსამყოფელი მალევე იპოვეს და დააკავეს. ფაქტზე გამოძიება 276 მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები