ქვემო ქართლში სისხლის ბანკი გაიხსნა
რუსთავში, N1 სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრში შპს “ქვემო ქართლის რეგიონალური სისხლის ბანკი” გაიხსნა. ობიექტი სისხლის მომარაგების კუთხით, რეგიონში ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა.
ღონისძიებას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე და ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალური პირები დაესწრნენ.
სისხლის ბანკი უახლესი სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი. სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირებაში შედის დონორული სისიხლის მიღება და გადამუშავება, ასევე, სკრინინგული კვლევები ვირუსულ ინფექციებზე და კლინიკურ ლაბორატორიული კვლევები. აღსანიშნავია, რომ აქვე მოხდება სისიხლის კომპონენტებით სტაციონარების უზრუნველყოფა.