ლეონიდ კალაშნიკოვი: აფხაზეთში ხალხს ჰგონია, რომ ხელისუფლების შეცვლით მათი ცხოვრება შეიცვლება, მაგრამ არაერთი პრეზიდენტი მინახავს

რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში „გავლენის მქონე ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც დღეს ხელისუფლებისთვის იბრძვის, მაინც პრორუსულია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით“.
ამის შესახებ კალაშნიკოვმა რუსულ მედიას განუცხადა.

მისი თქმით, „რუსეთისადმი არამეგობრულად განწყობილი სახელმწიფოები ხშირად საუბრობენ ოკუპაციაზე, მაგრამ სად არის ოკუპაცია, როდესაც ხალხი ცვლის საკუთარ პრეზიდენტს, მათ შორის, არც თუ ისე დემოკრატიული გზებით, თუმცა ამისთვის ანგარიშის გაწევა მაინც გვიწევს“.

„ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი, როგორც შამბამ თქვა, მონაწილეობს მომლაპარაკებლის, შუამავლის სტატუსში, მაგრამ ამას სირიაშიც ვაკეთებთ. ამიტომ, აქ ხალხი ნამდვილად იბრძვის ხელისუფლებისთვის, არა მარტო ელიტური ჯგუფები, არამედ ის ხალხი, ვინც მათ უკან დგას“, – აღნიშნა დეპუტატმა.

მისი თქმით, ამის მიზეზია ის, რომ ხალხს ბევრი რამ არ აწყობს და ფიქრობენ, რომ ხელისუფლების ცვლილებით ახალი ცხოვრება დაეწყებათ.

„მაგრამ რაც მახსოვს, არაერთი პრეზიდენტი შეცვლილა. არსებობს კითხვები, რომლებზეც პასუხები არ არის, მათ შორის ბუნება, რომელიც იქ არსებობს, რომელიც ინვესტიციებს საჭიროებს. ინვესტიციებს კი, კანონების ცვლილება სჭირდება, კანონების მიღება არ უნდათ. განსაკუთრებით მიწასთან, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით და სხვა. ამიტომ, ხალხი ცუდად გრძნობს თავს, ხედავენ, რომ ღმერთისგან კურთხეულ მხარეში ცხოვრობენ, მაგრამ არავინ არ მუშაობს, და ამაში ვინ უნდა დაადანაშაულო, რა თქმა უნდა ხელისუფლება.
რაც შეეხება სურკოვს და ნურგალიევს, ისინი რასაკვირველია თავისი გადაწყვეტილებით არ ჩასულან იქ, პრეზიდენტმა გაუშვა. ისინი რეგიონზე არიან პასუხისმგებელი. პრეზიდენტი, ბუნებრივია, შეშფოთებულია შექმნილი ვითარებით და გაუშვა რომ მიეღოთ მონაწილოეობა, რჩევები მიეცათ, რადგან პრეზიდენტმა იცის, რომ კავკასიური ხასიათი. იმისთვის ჩავიდნენ, რომ გაეთვალისწინებინათ მათი რჩევები და არა სხვა რამე გზით, თუნდაც ძალისმიერი გზით ჩაეხშოთ. ის დუღილი შეიძლება გადაზრდილიყო სისხლისზღვრაში“,- განაცხადა კალაშნიკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები