კაჭრეთში მსხვილფეხა საქონელი დაგლეჯილი იპოვეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, მსხვილფეხა საქონელი დაგლეჯილი იპოვნეს. შემთხვევა საძოვარზე მოხდა.  ადგილობრივს, ანზორ სოლოღაშვილს მსხვილფეხა პირუტყვი დაგლეჯილი დახვდა. სოლოღაშვილი ამბობს, რომ ორი ხბო დახოცილი საღამოს ნახა, პირუტყვს ძაღლები ესეოდა.
“ადგილზე მისულს, ასე 5 საათი იქნებოდა, საქონელი დაგლეჯილი დამიხვდა, ათამდე ძაღლი ესეოდა, შეიძლება მანამდე მგლებმაც კი დაგლიჯეს”, – აღნიშნა მეპატრონემ.

ანზორ სოლიღაშვილის თქმით, ზარალი დაახლოებით 2 ათასი ლარამდე აღწევს. დაზარალებული შესაბამისი სამსახურებიდან დახმარებას ითხოვს.

როგორც “რეგიონულ კვირას ” გურჯაანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა სოფელ კაჭრეთში, ალექსანდრე ბაცანაძემ განუცხადა, სოფელში მგლები პერიოდულად ჩამოდიან და აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებას მოახდენენ. მისი თქმით, არაა გამორიცხული, შინაური პირუტყვი ძაღლების დაგლეჯილიც კი იყოს.

“თქვენ ხომ იცით, რომ სოფელი მგლის გარეშე არ არსებობს ყველგან არიან, მაგრამ აღნიშნულ ფაქტზე ჯერ ვერაფერს ვიტყვით “,- განმარტა ბაცანაძემ.

კაჭრეთის წარმომადგენლის თქმით, შინაური პირუტყვის დაგლეჯვის სხვა შემთხვევა ამ ეტაპზე არ ფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები