გიორგი გახარიას ვიზიტი დავოსში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ვიზიტი დავოსში დაიწყო.

როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, პრემიერს წელს დატვირთული გრაფიკი აქვს და 30-მდე შეხვედრაა დაგეგმილი.

“შეიძლება ითქვას, რომ წელს პრემიერს აქვს გამორჩეულად დატვირთული გრაფიკი. დაგეგმილია 30-მდე შეხვედრა, რომელიც გულისხმობს როგორც პოლიტიკური ხასიათის, ისე ეკონომიკური ხასიათის შეხვედრებს და აგრეთვე, რა თქმა უნდა, იმ ღონისძიებებს, რომელიც გათვალისწინებულია დავოსის პროგრამით, -განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, მთავრობის მეთაურის ვიზიტის შესახებ საუბრისას.

პრემიერის მრჩევლის თქმით, გიორგი გახარია შეხვედრებს გამართავს როგორც პარტნიორი სახელმწიფოების, აგრეთვე მთავრობების მეთაურებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან, უმაღლეს დონეზე.

“ამასთან, იქნება დისკუსიები რომელშიც პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას და ეს დისკუსიები დაეთმობა ევროპის მომავალს, ევროპის სამომავლო ეკონომიკურ გაძლიერებასა და უსაფრთხოებას,”- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები