რუსთავში ორმა ადამიანმა ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია მიიღო
რუსთავში თოდრიას ქუჩაზე ორმა ადამიანმა ბუნებრივი აირის ინტოქსიკაცია მიიღო, სავარაუდო მიზეზი გაზქურიდან ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
დაშავებულები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.