სუს-ი სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განხორცილებეულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სუს-ი ჩორჩანას მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში, რუსი მესაზღვრეების მიერ ხეების წითელი საღებავით მონიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს აღნიშნული მონაკვეთის სრულყოფილი შესწავლა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება შესაბამისად რეაგირებს უკანონო მონიშვნებისა და შესაძლო ბორდერიზაციის ყველა შემთხვევაზე.

“მიმდინარეობს აღნიშნული მონაკვეთის სრულყოფილი შესწავლა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება შესაბამისად რეაგირებს უკანონო მონიშვნებისა და შესაძლო ბორდერიზაციის ყველა შემთხვევაზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით მუდმივ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ( EUMM) და საერთაშორისო პარტნიორებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში, ხეების წითელი საღებავით მონიშვნის შემთხვევა წარსულშიც, 2016 წელს იქნა აღმოჩენილი.
საკითხის განხილვა მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 72-ე შეხვედრაზე. ცენტრალური ხელისუფლების პრინციპული პოზიციის შედეგად აღნიშნული განხილვის ფარგლებში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უარყვეს კავშირი ხეებზე დატანილ მონიშვნებთან დაკავშირებით”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები