„შოკირებული ვარ უკრაინაში ადამიანების გატაცებისა და წამების ფაქტების გამო“

  „შოკირებული ვარ უკრაინაში ადამიანების გატაცებისა და წამების ფაქტების გამო“ – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში, ქეთრინ ეშტონმა განაცხადა. ეშტონი, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, უკრაინის ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. მან შეშფოთება გამოთქვა უკრაინის მოვლენების და ევრომაიდნის აქტივისტის დიმიტრი ბულატოვის წამების ფაქტის გამო.
„შოკირებული ვარ უკრაინაში ადამიანების გატაცებისა და წამების ფაქტების გამო“, – განაცხადა ეშტონმა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კიევს მომავალ კვირასაც ეწვევა.
შეგახსენებთ, რომ ქეთრინ ეშტონი კიევში 3 დღის წინაც იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩსა და ოპოზიციის სხვა ლიდერებს შეხვდა. ევრომაიდანზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე დიმიტრი ბულატოვი გუშინ ბორისპოლის რაიონის სოფელ ვიშენკიში გამოჩნდა. მისი განცხადებით, უცნობი პირები მას თავს დაესხნენ, აწამებს და ყური მოაჭრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები