რა უნდა “NDI”-ს და რატომ წამოატივტივეს ნათელაშვილი? – POSTV – “პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“

“არ ვიცი რა იდუმალი კავშირი აქვს, რატომ არის დავით ბაქრაძე ყველაზე მიმზიდველი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე გამბედავი, სექსუალური და ა.შ.” – ამის შესახებ ექსპერტმა ვალერიან გორგილაძემ NDI-ის ბოლო კვლევებზე საუბრისას POSTV-ის თოქშოუში “პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან“ ერთად განაცხადა.

ექსპერტი სვამს კითხვას, თუ რატომ არ არის რეიტინგების სიაში გიგა ბოკერია.

“რატომ არ არის გიგა ბოკერია რეიტინგულ ლისტინგში? მე რომ მკითხო დღეს, ძალიან ცოტაა ადამიანი, ვინც ქმნის პოლიტიკურ პროცესს, ერთ-ერთი მათ შორის არის გიგა ბოკერია – ნოემბერ-დეკემბრის აქციების ერთ-ერთი მოთავე, ერთ-ერთი წამყვანი, პოლიტიკური ფიგურა,რომელიც არ დაკმაყოფილდა კულუარებში ყოფნით და თვითონ აქტიურად მონაწილეობდა პოლიციელების ბულინგში, დარბოდა შეშაზე და ა.შ. ამ აქტორის რეიტინგები ჩვენ არ გვაქვს. სამაგიეროდ ხათუნა სამნიძის და დავით ბაქრაძის რეიტინგები გვაქვს” – განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.

მისი თქმით, ამ კითხვარის შემდგენს იდიოტები ვგონივართ.

“ტოტალურად იდიოტები ვგონივართ. ბაქრაძე იმდენად უინტერესოა, იმდენად ფლეგმატური და არაფრისმაქნისია, ყველა არჩევნებზე სტაბილურად მარცხდება. დიდწილად მას რაღაც დეკორატიული ფუნქცია გააჩნია, დიმიტრი მედვედევის მაგვარი ტიპია, სწორედ ამის გამო ბაქრაძე ალბათ ნაკლებად იწვევს გაღზიანებას მოსახლეობაში,“ – აცხადებს ვალერიან გორგილაძე.

როგორც ვალერიან გორგილაძე ამბობს, NDI-ს უნდა იმის თქმა, რომ საქართველოში ყველაზე დაბალი დემოკრატიულობის მაჩვენებელი დაფიქსირდა და ქვეყანაში კრიზისია.

“NDI-ს უნდა იმის თქმა, რომ ქვეყანაში არის კატასტროფა, კრიზისი, საქართველოში ყველაზე დაბალი დემოკრატიულობის მაჩვენებელი დაფიქსირდა, მთელ რიგ სექტორებში არის აბსოლუტურად საშინელი ვითარება, მოსამართლეებს არავინ ენდობა, სამაგიეროდ მაღალი ნდობის რეიტინგი აქვს დავით ბაქრაძეს, შალვა ნათელაშვილს, მიხეილ სააკაშვილს და სხვა ოპოზოციურ ლიდერებს ყველაფერს ამზადებს საიმისოდ, საპარლამენტო არჩევნებისთვის კონფიგურაცია როგორ დახვდება“- განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები