ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევას 11 ადამიანი ემსხვერპლა

 ინდონეზიაში, ვულკან სინაბუნგის ამოფრქვევის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა. ყველა გარდაცვლილი ვულკანთან ახლოს, ტყეში აღმოაჩინეს. ოთხი მათგანი სკოლის მოსწავლე აღმოჩნდა. ისინი ვულკანთან, როგორც ტურისტულ სანახაობასთან, მივიდნენ.
მოქმედი ვულკანი სინაბუნგი კუნძულ სუმატრის ჩრდილოეთით მდებარეობს. ვულკანმა 2010 წელს გაიღვიძა, 400 წლის შემდეგ ის 2013 წლის ნოემბერსა და 2014 წლის იანვარში ამოიფრქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები