გაივლის თუ არა თურქმენული გაზი TANAP-ის გაზსადენში – ევროკავშირიმა პრიორიტეტები განსაზღვრა

ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობა და თურქმენული გაზის იმპორტი ევროკავშირის ერთ-ერთ პრიორიტეტია. ამის შესახებ ევროკავშირის რწმუნებულმა თურქმენეთში ლუბომირ ფრებორტმა აშხაბადში თურქმენეთის ნეიტრალიტეტისადმი მიძღვნილ ფორუმზე განაცხადა.
„ ევროკავშირი მხარს უჭერს თურქმენეთის სურვილს და მისწრაფებას მოახდინოს ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაცია და საერთაშორისო ბაზრებზე“, – განაცხადა ლუბომირ ფრობერტმა.

მისივე თქმით, ენერგორესურსების მომწოდებელთა დივერსიფიკაცია ევროკავშირის უმთავრესი პრიორიტეტი და სტრატეგიული მიზანია. როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი აცხადებს, 28 თებერვალს ბაქოში, სამხრეთ გაზის დერეფლის საკონსულტაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე დაგეგმილია ენერგეტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის და თურქმენული მხარის შეხვედრა, რომელზეც მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს შეაჯერებენ.
პროექტის თანახმად. ტრანსკასპიური გაზსადენი რომლის აშენებასაც ევროკავშირი ლობირებს, საშუალებს მისცემს თურქმენეთს ბუნებრინი აირი უკვე ექსპულატაციაში შესული TANAP-ის გაზსადენი მეშვეობით ევროპას მიაწოდოს.
პროექტის რეალიზების შემთხვევაში, თურქმენეთი მინიმუმ 30 წლის განმავლობაში ევროკავშირს ბუნებრივი აირით მოამარაგებს. შეგახსენებთ რომ გასული წლის 30 ნოემბერს თურქეთში TANAP-ის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართ,რომელსაც ევროკავშირის, თურქეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს უმაღლესი რანგის პირები დაესწრნენ.
პირველ ეტაპზე TANAP-ის მეშვეობით დაახლოებით 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარება იგეგმება. აქედან 6 მილიარდს თურქეთი ხოლო 10 მილიარდ კუბურ მეტრს ევროპა მოიხმარს. გეგმის თანახმად, 2023 წლისთვის მილსადენის გამტარუნარიანობა 23 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება, ხოლო 2026 წლისათვის – 31 მილიარდ კუბურ მეტრამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები