მამუკა მდინარაძე: ის, რომ ცესკოში ფოტოთი დასკანერებული ოქმის გადაგზავნა მანიპულაციის საშუალებას იძლევა, სიცრუეა
საარჩევნო კოდექსში შესატან დაგეგმილ ცვლილებებზე ოპოზიციის კრიტიკას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა.
მისი თქმით, ის, რომ ცესკოში ფოტოთი დასკანერებული ოქმის გადაგზავნა მანიპულაციის საშუალებას იძლევა, მტკნარი სიცრუეა.
“ის, რომ ცესკოში ფოტოთი დასკანერებული ოქმის გადაგზავნა მანიპულაციის საშუალებას იძლევა, მტკნარი სიცრუეა. განცხადებები კეთდება მაშინ, როდესაც ეუთო-ოდირის დასკვნის გაზიარებას პრაქტიკულად მთლიანად ვაპირებთ. ამასთან, საარჩევნო კოდექსში პოზიტიური ცვლილებები აისახება და ამ ფონზე ტექნიკურ თემებზე ასეთი, ვითომ კვალიფიციური კრიტიკის წინსწრებით გამოგდება არის, ამ პროცესის დისკრედიტაციის მცდელობა,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.