ევროპარლამენტთან მამაკაცმა თავის დაწვა სცადა

ევროპარლამენტის შენობასთან, 39 წლის მამაკაცმა, თავის დაწვა სცადა, თუმცა ის თვითმხილველებმა გადაარჩინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას Les Dernieres Nouvelles dʼAlsace ავრცელებს.

მედია აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტთან იმ დროს აქციის ასობით მონაწილე იყო შეკრებილი, მათთან ახლოს მამაკაცმა „უსამართლობაა“ დაიყვირა, ბენზინი გადაისხა და ცეცხლი მოიკიდა.

აქციის მონაწილეები მასთან მივიდნენ და ცეცხლი ჩააქრეს.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცს ცეცხლი 10 წამის განმავლობაში ეკიდა, სახისა და ხელების არეში დამწრობით, დაშავებული საავადმყოფოში მოათავსეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ მანამდე მამაკაცს საფრანგეთში თავშესაფარზე უარი უთხრეს და მან ქვეყანა უნდა დატოვოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები