ოკუპანტებმა პაციენტს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება არ მისცეს
ახალგორთან, ე.წ. რაზდაღანის გამშვებ პუნქტთან მიყვანილი პაციენტი ოკუპანტებმა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გამოატარეს. პაციენტს თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის წარმომადგენლები, ელოდებოდნენ, თუმცა მისი გადმოყვანა მაინც ვერ მოხერხდა.
აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ ახალგორში რამდენიმე თვის წინ ჭაში ჩავარდნილი ქალის თამარ გიგაურის ნათესავის, ნანა გიგაურის თქმით, ოჯახი დაშავებულის გადმოყვანას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს.
“მუხლი, გვერდი, ანუ მარჯვენა მხარე რითაც დაეცა მთლიანად აქვს დაზიანებული. კოჭთან დღემდე არ ვიცით მოტეხილი იყო თუ გაბზარული. ფაქტობრივად შეხორცდა უკვე, ორი თვე გავიდა. როგორც, ვიცი აწუხებს ძლიერი ტკივილები. ოჯახი ამ ამბის მოხდენის შემდეგ ყოველთვის ვითხოვთ მის გადმოყვანას, ვთხოვთ ჩვენს მთავრობას, იმ მთავრობას, მიდის ამაზე მუშაობა და ვნახოთ”, – განაცხადა ნანა გიგაურმა.