ბათუმში ანბანის კოშკთან “მწვანე მომავლის“ წევრებმა აქცია გამართეს

ბათუმში, ანბანის კოშკთან, ე.წ. რივიერას ტერიტორიაზე,”მწვანე მომავლის“ წევრებმა და მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები კომპანია “სილქ ქროუდ გრუპისგან” და ბათუმის მერიისგან განმარტებებს ითხოვენ, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.

“სილქ როუდ ჯგუფის” შვილობილმა კომპანია ,,ბათუმი რივიერამ“, დაახლოებით ერთი თვის წინ, აღნიშნული ტერიტორია შემოღობა, რასაც ბათუმის საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

ბათუმის მერიაში კი “რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას ამბობენ, რომ საკადასტრო საზღვრებში მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოებზე ნებართვა ერთი წლის ვადითაა გაცემული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები