თეა წულუკიანი: მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ 20 ივნისის მოვლენების მთავარი მიზანი სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების ცვლილება იყო
მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ 20 ივნისის მოვლენების მთავარი მიზანი სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების ცვლილება იყო, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გასული წლის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
წულუკიანის თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ 20 ივნისის ღამეს პარლამენტის დაცვა შეძლო.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მოკლე დროში დაინტერესდა გამოძიება სააკაშვილის იმ განცხადებით, რომელმაც უკვე დაადასტურა ცალსახად, რომ 20 ივნისის მოვლენების მთავარი მიზანი იყო სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების ცვლილება. ჩვენ, უკვე ცალსახად დავინახეთ, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა იმ ღამეს შეძლეს დაცვა არამხოლოდ პარლამენტის, არამედ უკანონო მოვლენებისგან” ,- განაცხადა წულუკიანმა.