რაულ ხაჯიმბა კენჭს აღარ იყრის
ოკუპირებული აფხაზეთის, ჯერ კიდევ, მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა, განმეორებით ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს აღარ იყრის.
ამის შესახებ ე.წ. რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა, ასლან ბარციცმა, განაცხადა.
„მან გადაწყვიტა, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს“, – განაცხადა ბარციცმა.
ხაჯიმბამ ე.წ. თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება, საპროტესტო აქციების ფონზე, 12 იანვარს გააკეთა.
10 იანვარს ე.წ. უზენაესმა სასამართლომ, 2019 წლის სექტემბერს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები, ბათილად ცნო.
ე.წ. ცესკომ, განმეორებითი არჩევნები 22 მარტისთვის ჩანიშნა.
ამ წუთებში, ე.წ. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც დეპუტატები ხაჯიმბას გადადგომის შესახებ განცხადებას განიხილავენ.