დონალდ ტრამპი ირანის ხელისუფლებას მიმართავს: არ მოკლათ აქციის მონაწილეები

არ მოკლათ აქციის მონაწილეები, – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ირანის ხელისუფლებას მიმართავს. ტრამპმა განცხადება “ტვიტერზე” დაწერა.

„მივმართავ ირანის ლიდერებს – არ მოკლათ აქციის მონაწილეები. ათასობით ადამიანი უკვე მოკალით ან დააპატიმრეთ და მსოფლიო გაკვირდებათ. ჩართეთ ინტერნეტი და მიეცით აქციის მონაწილეებს საშუალება, გამოხატონ საკუთარი აზრი თავისუფლად. შეწყვიტეთ დიდი ირანელი ხალხის მკვლელობა“,- წერს ტრამპი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები