ფილიპინებზე ვულკანის ამოფრქვევის გამო ევაკუაცია გამოცხადდა
ფილიპინებზე ვულკანმა ტაალმა ფერფლი 1 კილომეტრის სიმაღლეზე ამოაფრქვია,- ამის შესახებ ინფორმაციას “BBC” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მთავრობამ ვულკანთან ახლოს მცხოვრები 8 ათასამდე ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცა. ოფიციალურმა წყაროებმა განგაშის დონე გაზარდეს და მოსახლეობას „საზარელი ამოფრქვევის“ საშიშროების შესახებ აფრთხილებენ.
ტაალი ფილიპინების დედაქალაქ მანილადან სამხრეთით მდებარეობს და ქვეყანაში აქტიურობით მეორე ვულკანია.