მაიკლ ბლუმბერგი: მთელ ჩემს ფულს დონალდ ტრამპის დასამარცხებლად ვხარჯავ
მთელ ჩემს ფულს ტრამპის დასამარცხებლად ვხარჯავ,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა მაიკლ ბლუმბერგმა “Reuters”-თან საუბარში განაცხადა.
“ნომერ პირველი პრიორიტეტია დონალდ ტრამპის დამარცხება. ვხარჯავ მთელ ჩემს ფულს ტრამპის დასამარცხებლად. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპს დავამარცხებ არის ის, რომ ზომიერად მისაღები ვარ “რესპუბლიკელებისთვის”, – აღნიშნა ბლუმბერგმა.
მილიარდერი ბლუმბერგი აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ბრძოლას აპირებს.
“პრეზიდენტობას ვაპირებ, რათა გავიმარჯვო დონალდ ტრამპზე და ამერიკა შევცვალო”,- აღნიშნა “ტვიტერზე” ბლუმბერგმა. “Forbes”-ის შეფასებით, მაიკლ ბლუმბერგის ქონება 52 მილიარდ დოლარზე მეტია.