საფრანგეთის ხელისუფლებამ შესაძლოა საპენსიო ასაკის გაზრდაზე დროებით უარი თქვას

საფრანგეთის ხელისუფლებამ შესაძლოა საპენსიო ასაკის გაზრდაზე დროებით უარი თქვას.

გადაწყვეტილებას საფრანგეთში ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო გამოსვლები უძღოდა წინ. პარიზში ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმა ათასობით დემონსტრანტმა გააპროტესტა.

აქციაზე სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

საფრანგეთში ფართომასშტაბიანი გაფიცვა და გამოსვლები უკვე მეორე თვეა გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები