ავღანეთში „თალიბანის“ ერთ-ერთი მეთაური მოკლეს

ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში საჰაერო ოპერაციის დროს რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ერთ-ერთი მეთაური მოკლეს,- ამის შესახებ ინფორმაციას “Tolo News” ავრცელებს.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „თალიბანის“ ერთ-ერთი მეთაური მაჰიბულა ყუნდუზის პროვინციაში, იმამ-საიბის მხარეში მოკლეს. მაჰიბულა პაკისტანის მოქალაქე იყო. ავღანეთის საჰაერო სამხედრო ძალების მიერ ჩატარებული ოპერაციის შესახებ დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები