ვოლოდიმირ ზელენსკი: რთულ მომენტებში უკრაინა და საქართველო ყოველთვის ერთმანეთის გვერდით დგანან – მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მხარდაჭერისთვის
“ისტორიის რთულ მომენტებში უკრაინა და საქართველო ყოველთვის ერთმანეთის გვერდით დგანან” ,-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ, „ტვიტერზე“ წერს.
უკრაინის პრეზიდენტი მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მხარდაჭერისა და სამძიმრისთვის.
„ისტორიის რთულ მომენტებში უკრაინა და საქართველო ყოველთვის ერთმანეთის გვერდით დგანან. მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მხარდაჭერისა და სამძიმრისთვის“,-წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს, უკრაინული ავიალაინერი თეირანის მახლობლად, აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა, ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა.