ე.წ. საგარეო უწყების ხელმძღვანელი ქართველ პოლიტიკოსებს: ნუ ერევით სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საგარეო საქმეთა მინისტრი, დაურ კოვე, ქართველ პოლიტიკოსებს მიმართავს,“ნუ ერევით სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში“.

ამის შესახებ კოვემ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ქართველი პოლიტიკოსები აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარებს აკეთებენ და მსოფლიო თანამეგობრობას პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ. ნუ ერევით სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში. თქვენს შიდა საქმეებს მიხედეთ, რომლებიც მრავლად გაქვთ, ჩვენ კი, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს თვითონ ვიპოვით“, – დაწერა კოვემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები