NYT უკრაინულ თვითმფრინავში რაკეტის მოხვედრის ვიდეოს ავრცელებს – Bellingcat კი ვარაუდობს, რომ გასროლა ირანის საიდუმლო ბაზიდან მოხდა
The New York Times თეირანის აეროპორტში უკრაინული თვითმფრინავის ავიაკატსტროფის ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს, რომელზეც ჩანს, რომ საჰაერო ხომალდს რაკეტა ეჯახება.
ვიდეოკადრები ირანის სამოქალაქო ავიაციის მიერ, 9 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციას ეწინააღმდეგება, რომ სამგზავრო თვიფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა, კერძოდ, კი ძრავაში გაჩენილი ცეცხლი გახდა.
გავრცელებულ ინფორმაციას ირანში გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ „ის სიცრუეა“, შესაბამისად, „დიდ ტყუილზე“ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ აიღებენ. თეირანმა კატასტროფის მიზეზის დასადგენად აშშ და კანადა მიიწვია.
ამის პარალელურად გამომძიებელთა საერთაშორისო ჯგუფ Bellingcat-ში განაცხადეს, რომ Boeing-ში რაკეტის მოხვედრის ვიდეო დასახლებულ პუნქტ პარანდთან არის გადაღებული, რომელიც აეროპორტთან ახლოს მდებარეობს. ორგანიზაციის ვარაუდით, რაკეტის გაშვება, შესაძლოა, ირანის საიდუმლო ბაზიდან IRSG-დან მომხდარიყო.
როგორც გამომძიებელმა კრისტო გროზევმა განაცხადა, „რაკეტის გაშვების შესაძლო ადგილის გამოთვლა ვცადე. რაკეტის მოძრაობის სიჩქარის ვიზუალური სქემის გამოყენებით, ტრაექტორიის კუთხის გამოთვლა მოვახერხე. გაშვების მანძილი 6,5 კმ შეადგენდა. ამიტომ, ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი კანდიდატია: საიდუმლო ბაზა IRSG“.
8 იანვარს მომხდარი ავიაკასტროფის შედეგად 176 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ეკიპაჟი 9 წევრია.