ჯასტინ ტრუდო: სპეცსამსახურების მონაცემებით, უკრაინული თვითმფრინავი ირანული რაკეტით ჩამოაგდეს
კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, მას „დაზვერვაში უამრავი წყაროსგან“ აქვს მიღებული ინფორმაცია, რომ თეირანის აეროპორტთან უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი „ჰაერი-დედამიწა“ კლასის ირანული რაკეტით არის ჩამოგდებული.
ამის შესახებ ტრუდომ ხალხისადმი ტელემიმართვაში განაცხადა.
„გვაქვს დაზვერვებში უამრავი წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი „ჰაერი-დედამიწა“ კლასის ირანული რაკეტით არის ჩამოგდებული. აღნიშნული ქმედება, შესაძლოა, არ ყოფილიყო გამიზნული“, – განაცხადა ტრუდომ.
მისი თქმით, ვერ მოისვენებს, სანამ კითხვებზე პასუხებს არ მიიღებს.
კითხვაზე, ენდობა თუ არა ის ირანის გამოძიებას, ტრუდომ თქვა, რომ „ვაცნობიერებთ იმას,რომ ამ ვითარებაში მეტი სიცხადე დაგვჭირდება, მეტი პასუხი, ამიტომ, მოვუწოდებთ მათ სრული გამოძიებისკენ“.
8 იანვარს თეირანის აეროპორტში უკრაინული საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის შედეგად 176 ადამიანი დაიღუპა, მათი უმრავლესობა ირანის და კანადის მოქალაქე იყო.