ვახტანგ ბერიძე მერიის წარმომადგენლებს და სოფლის სპეციალისტებს შეხვდა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, მერიის წარმომადგენლებს და სოფლის სპეციალისტებს შეხვდა.
ვახტანგ ბერიძემ წარმომადგენლებისაგან სოფლებში არსებული ვითარება მოისმინა და მათ, შესაბამისი დავალებები მისცა. შეხვედრას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი დალი ქიქავა, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. მათ, შეხვედრის მონაწილეებს სამინისტროს პროგრამები და სიახლეები გააცნეს.