სუს-ი: კომისიამ ბაკურიანში, ე.წ. 25-იანების საბაგიროზე პასუხისმგებელ მეწარმეს მოსთხოვა, აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება

ბაკურიანში, ე.წ. 25-იანების საბაგიროზე საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი რუბლის გამოყენების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეობით მოქმედმა “თავისუფლების ქარტიის” კომისიამ ინდივიდუალურ მეწარმეს მიმართა, აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება.
როგოც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამისი ზომები იქნება გამოყენებული.
“აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეობით მოქმედმა, „თავისუფლების ქარტიის“ კანონით განსაზღვრულმა კომისიამ მიმართა ინდივიდუალურ მეწარმეს, არ დაუშვას და აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონდამრღვევების მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები”, – აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში.

ცნობისათვის, გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. 25-იანებზე, საბაგიროს საფასურის გადახდისას, მგზავრს ჟეტონის ან ბილეთის ნაცვლად საბჭოთა კავშირის დროინდელ ხურდა ფულს – რუბლს აძლევდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები