ამირან სალუქვაძე: სპეკულაციები, რომ ამერიკის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის გამოყენება მოხდება, ამაზე არც საუბარი მიდის და ამისთვის არც ტექნიკური მზადყოფნა არსებობს

ექსპერტი ამირან სალუქვაძე ირანის მიერ ერაყში ამერიკული ბაზების წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას აფასებს.

მისი თქმით, ამ ეტაპისთვის არ არის ინდიკატორები იმისი, რომ ამერიკა ფართო მასშტაბიანი სამხედრო მოქმედებებისთვის ემზადებოდეს.

“ამ ეტაპისთვის არ არის ინდიკატორები იმისი, რომ ამერიკა ფართო მასშტაბიანი სამხედრო მოქმედებებისთვის ემზადებოდეს, ამას ისეთი ინდიკატორები აქვს, რომელსაც ყველა დამწყები ექსპერტიც კი ამჩნევს. ეს არის ბიუჯეტის ცვლილება, სერიოზული სამხედრო დაჯგუფების შექმნა და უამრავი სხვა. ჩვენ აქ მხარედ არ ვიქნებით, რაღაც სპეკულაციები, რომ თითქოს ამერიკის მხრიდან მოხდება საქართველოს ტერიტორიის გამოყენება ამაზე არც საუბარი მიდის და ამისთვის არც ტექნიკური მზადყოფნა არსებობს”, – განაცხადა სალუქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები