გიორგი კანდელაკი: საქართველოს ინტერესია, რეგიონში სტაბილურობა, მაგრამ ცხადია, არა თავისუფალი სამყაროს დასუსტების ხარჯზე

საქართველოს ინტერესია, რომ რეგიონში სტაბილურობა იყოს, მაგრამ ცხადია, რომ არა თავისუფალი სამყაროს დასუსტების ხარჯზე, – ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი ირანის მიერ ერაყში ამერიკული ბაზების წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.

კანდელაკის თქმით, ვითარება სერიოზულია.

“მიუხედავად იმისა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებიდან ჩანს, რომ შეიძლება ესკალაცია თავიდან იქნეს აცილებული, ვითარება რა თქმა უნდა სერიოზულია. საქართველოს ინტერესია, რომ რეგიონში სტაბილურობა იყოს, მაგრამ ცხადია, რომ არა თავისუფალი სამყაროს დასუსტების ხარჯზე. ამ რთულ ვითარებაში უშიშროების საბჭო უნდა იკრიბებოდეს, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” გააუქმა.

უნდა მსჯელობდეს ეკონომიკური გუნდი, თუკი ასეთი არსებობს “ქართულ ოცნებაში”, რომ ნავთობის ფასი რომ გაძვირდეს საქართველოს მთავრობა როგორ მოიქცევა”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები