ირანში, თეირანის საერთაშორისო აეროპორტში, უკრაინის ავიახაზების კუთვნილმა თვითმფრინავმა ბოინგ 737-მა კატასტროფა განიცადა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი, დაღუპულია.
როგორც ირანის სააგენტო IRNA-ს თეირანის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ძრავაში გაჩენილი ცეცხლი გახდა.
„თვითმფრინავი აეროპორტიდან კიევის მიმართულებით გაფრინდა, თუმცა ძრავაში გაჩენილი ცეცხლის გამო, ის აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა“, – განაცხადა აეროპორტის წარმომადგენელმა.
თეირანის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დაღუპულთა ცხედრების იდენტიფიცირება გართულდება.