ვლადიმერ პუტინი დამასკოში სირიის პრეზიდენტს შეხვდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დამასკოში ჩავიდა, სადაც სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ ასადს შეხვდა.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინი აეროპორტიდან სირიაში განლაგებული რუსეთის საჯარისო დანაყოფის პუნქტში მივიდა, სადაც მას ასადი ელოდებოდა.
„ორი ქვეყნის ლიდერი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებული ვითარების შესახებ სამხედროების მოხსენებას გაეცნენ. ამის შემდეგ ორმხრივი მოლაპარაკება გაიმართა“,- განაცხადა პესკოვმა.
სხვა დეტალები, ამ ეტაპზე უცნობია.