საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებ ბავშვებს ლაპლანდიიდან ჩამოსულმა სანტა კლაუსმა ახალი წელი მიულოცა

საოკუპაციო ზოლთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში, მცხოვრებ პატარებს, ლაპლანდიიდან ჩამოსულმა სანტა კლაუსმა ახალი წელი მიულოცა.

ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელში მცხოვრებ პატარებს მან  საჩუქრები და ტკბილეული გადასცა.

სანტა კლაუსს თან ახლდნენ ელფებიც, რომლებიც შეკრებილი პატარების წინაშე საახალწლო პერფორმანსით წარსდგნენ.

სანტა კლაუსი ლაპლანდიიდან საქართველოში წინა საახალწლოდ ჩამოვიდა და საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს შობა-ახალი წელი მიულოცა. საოკუპაციო ზოლის შემდეგ, ის წეროვანის კომპაქტურ ჩასახლებას ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები