ეკატერინე გალდავა თანამდებობიდან გათავისუფლებულია – გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ახალი დირექტორი ჰყავს
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შპს “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორად გრიგოლ მანდარია დაინიშნა.
გრიგოლ მანდარია განათლებით ეკონომისტია. 2012 წლიდან სსიპ “საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისია”-ში წყალმომარაგების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2019 წელს დაინიშნა საქართველოს რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მრჩევლად წყალმომარაგების საკითხებში.
გრიგოლ მანდარიას მოპოვებული აქვს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის დოქტორის ხარისხი. გრიგოლ მანდარიას აქვს წყალმომარაგების კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციების შეფასება-ანალიზისა და წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების განმახორციელებელ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება.
შპს “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ მანამდე ეკატერინე გალდავა ხელმძღვანელობდა.