მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: წლევანდელი ეპისტოლე ძალიან ღრმა საღვთისმეტყველო განხილვაა
წლევანდელი ეპისტოლე ძალიან ღრმა საღვთისმეტყველო განხილვაა, არაერთხელ უნდა წაიკითხოთ ეს ეპისტოლე, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეზე საუბრისას განაცხადა.
„ყოველი ეპისტოლე პატრიარქის იმდენად გასაკვირია, წარმოიდგინეთ 42 წელია ყოველ შობას და აღდგომას ულოცავს მრევლს და სულ იმას ვფიქრობ, რომ როგორ შეიძლება, 42 წლის განმავლობაში, წელიწადში ორჯერ მიულოცო და რაღაც ახალი უთხრა. წლევანდელი ეპისტოლე არის ძალიან ღრმა საღვთისმეტყველო განხილვა და პოეტური. არაერთხელ უნდა წაიკითხოთ ეს ეპისტოლე. ეს არის ნამდვილი პოეზია ღვთისმეტყველური, ნამდვილი საღვთისმეტყველო სიღრმით გამსჭვალული. ძალიან საინტერესო ეპისტოლეა. ყველას გილოცავთ შობის დღესასწაულს, მრავალს დაესწარით თქვენ და სრულიად საქართველო. დღევანდელ დღეს ხშირად უნდა გაიმეოროთ სიტყვები – ჩვენთან არს ღმერთი, ებრაულად ჟღერს, წერია სახარებაში – ემმანუელ. ერთმანეთს უნდა ვუპასუხოთ – არს და იყოს“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.