მაია ცქიტიშვილი: გუდაურსა და ბაკურიანში მაცხოვრებლებსა და ჩასულ სტუმრებს უწყლობის გამო შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს ვუხდი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ყველა დამსვენებელს ვისაც უწყლობის გამო გუდაურსა და ბაკურიანში დისკომფორტი შეექმნა ბოდიშს უხდის.

მისი თქმით, წყალმომარაგების კომპანია პრობლემაზე უწყვეტად მუშაობს.

“მინდა ბოდიში მოვუხადო იქ მაცხოვრებლებს და სტუმრებს, ვისაც წყალმომარაგების გამო პრობლემები შეექმნათ. ეს პრობლემები გუდაურში “რედკოს” მოსახლეობას შეექმნა, მაშინ, როდესაც მთელ გუდაურში ჩვეულებრივ არის წყალმომარაგება, ანალოგიური მდგომარეობაა ბაკურიანშიც, ორ ქუჩაზე არ არის წყალი. წყალმომარაგების კომპანია პრობლემაზე უწყვეტად მუშაობს,” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების” კომპანიამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გუდაურში, “რედკოს დასახლება“-ში წყლის მიწოდება ქსელის დაზიანებამ გამოიწვია. აღდგენის პროცესში ჩართული საავარიო ჯგუფები და სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. ექსპერტები წყალმომარაგების აღდგენას რამდენიმე საათში ვარაუდობენ. წყალმომარაგების მხრივ შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად ბაკურიანშიც ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები