ნიკა მელია: არ მჯერა, რომ საპატრიარქომ პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართა და პრეზიდენტმა საპატრიარქოს ზურგი შეაქცია

არ მჯერა, რომ საპატრიარქომ სალომე ზურაბიშვილს თხოვნით მიმართა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე შეეწყალებინა და პრეზიდენტმა საპატრიარქოს ზურგი შეაქცია, – ასე შეაფასა “ნაციონალური მოძრაობის”ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომელმაც ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი თქვა.

“არ მჯერა და სიმართლეს ვამბობ, რომ საპატრიარქომ თხოვნით მიმართა სალომე ზურაბიშვილს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე შეეწყალებინა და სალომე ზურაბიშვილმა საპატრიარქოს ზურგი შეაქცია, არა, რა თქმა უნდა. ეს იყო, შეთანხმებით მიღებული გადაწყვეტილება. ივანიშვილმა, დეკანოზი გიორგი მამალაძე დაიჭირა და საბოლოოდ, საზოგადოებას მის დაკავებასთან დაკავშირებით რა ვერსიას სთავაზობს დღემდე არ არის ცნობილი”,- განაცხადა მელიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით 5 პატიმარი შეიწყალა, რომელთა შორის დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები