ანდრია ჯაღმაიძე: დეკანოზ გიორგი მამალაძის გარემოცვიდან ტყუილი ხშირად გაგვიგონია
საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმის თორნიკე მამალაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ილია მეორემ სალომე ზურაბიშვილს პირად საუბრებში დეკანოზის შეწყალებაზე უარი უთხრა.
ჯაღმაიძის თქმით, მსგავსი ტყუილები დეკანოზის გარემოცვიდან ხშირად ისმის.
“ეს არის მორიგი ტყუილი იმ სერიიდან, რომელიც ხშირად გაგვიგონია დეკანოზის გარემოცვიდან”, – განმარტა ჯაღმაიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით 5 პატიმარი შეიწყალა, რომელთა შორის დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა.