გიორგი ტიგინაშვილი: დეკანოზი გიორგი მამალაძე იმ ინფორმაციას შეეწირა, რაც პატრიარქთან მიმართებაში დელიკატურ თემას მოიცავს
თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება შეაფასა, რომელმაც ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი თქვა.
გიორგი ტიგინაშვილის თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე იმ ინფორმაციას შეეწირა, რომელიც პატრიარქთან მიმართებაში დელიკატურ თემას მოიცავს.
“ვიდრე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ცოცხალია, მისი მოღვაწეობის პერიოდში ჰიპოთეტურად თუ თეორიულად იმის შანსი არ არსებობს, რომ შეწყალებულ იქნას დეკანოზ გიორგი მამალაძე. ის არის მისი პირადი პატიმარი და შეეწირა იმ ინფორმაციას, რაც დელიკატურ თემას მოიცავს პატრიარქთან მიმართებაში. რაც შეეხება ხელისუფლებას, მათ ინტერესებში შედის, რომ დეკანოზი გაათავისუფლონ, თუმცა ხელფეხშეკრულები არიან პატრიარქის ზღვარდაუდებელი ავტორიტეტისა და თვითნებობის გამო”, – განაცხადა ტიგინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი თქვა.