ტრამპის მორიგი მუქარა ირანის მისამართით

 

აშშ–მა ახალ შეიარაღებაზე ორი ტრილიონი დოლარი დახარჯა და საჭიროების შემთხვევაში, შეიარაღების ნაწილს ირანში ყოყმანის გარეშე გავაგზავნით.

ამის შესახებ აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

“აშშ–მა ცოტა ხნის წინ, ახალ შეიარაღებაზე, ორი ტრილიონი დოლარი დახარჯა. ყველაზე ძლიერები და რასაკვირველია, მსოფლიოში საუკეთესოები ვართ! თუ ირანი ამერიკის სამხედრო ბაზას, ან ნებისმიერ ამერიკელს დაესხმება თავს, ამ ახალი, საუკეთესო შეიარაღების ნაწილს, ყოყმანის გარეშე, იქ გავაგზავნით!”,–დაწერა ტრამპმა.

მანამდე ამერიკის ლიდერმა თქვა, რომ თუ ირანი მუქარას შეასრულებს და შურისძიებას დაიწყებს, აშშ ირანის 52 ობიექტზე იერიშს მიიტანს, რაზეც დღეს ირანის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს ამისთვის გამბედაობა არ ეყოფა.

ირანსა და აშშ–ს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო 3 იანვრის შემდეგ დაიძაბა, რაც ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში ირანის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის „ალ-ქუდსის“ მეთაური ყასემ სოლემანი მოკლეს, რომელიც ასევე უცხოეთში სადაზვერვო და შეიარაღებული სპეცოპერაციების ჩატარებაზეა პასუხისმგებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები