ალი ლარიჯანი: აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის ლიკვიდაცია სამხედრო ტერორისტული აქტია

 

აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის ლიკვიდაცია „სამხედრო ტერორისტული აქტია“,- ამის შესახებ ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალი ლარიჯანიმ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც დეპუტატებმა ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის შესახებ იმსჯელეს.

„აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის ლიკვიდაცია სამხედრო ტერორისტული აქტია.
ბატონო ტრამპ, თქვენ დიდი დანაშაული ჩაიდინეთ და ეს თავგადასავალი თქვენ მტკივნეულ შედეგებს მოგიტანთ“, – განაცხადა ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან თავის გამოსვლაში ამერიკელ სამხედროებს რეგიონის დატოვებისკენ მოუწოდა. მისი გამოსვლის დროს დეპუტატები დარბაზში ანტიამერიკულ სლოგანებს სკანდირებდნენ.

მოკლული ირანელი გენერლის ცხედარი დღეს ირანში ჩაასვენეს. ქალაქ აჰვაზში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიას ათასობით ირანელი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები