იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ილია მეორეს შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა და შობა-ახალი წელი და იუბილე მიულოცა.

შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებული მის უწმინდესობას იმერეთში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა, საუბარი შეეხო ასევე სახელმწიფოს მიერ გლეხებისთვის მიწათსარგებლობის გამარტივების საკითხს და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის პროცესს.

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დალოცა სტუმარი და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები