ჟანა ფრისკე ნიუ-იორკში მკურნალობს
მომღერალი ჟანა ფრისკე ნიუ-იორკის კლინიკაში იმყოფება და ყოველდღიურად ოთხი საათის განმავლობაში მკურნალობს. მომღერალს ნიუ – იორკის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ონკოლოგიურ კლინიკაში “Memorial Sloan-Kettering”-ში ქიმიოთერაპიის პროცედურები უტარდება. მას თან ახლავს და მხარს უჭერს მეუღლე დიმიტრი შეპელევი.
შეგახსენებთ, რომ ცნობილ მომღერალს ჟანა ფრისკეს თავის ტვინის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ მომღერლის მეუღლემ გააკეთა განცხადება და ყველა მსმენელს თანადგომა და მეუღლის ჯანმრთელობისთვის ლოცვა სთხოვა.