იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს
იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს, რომელთა ასაკია 29, 35, 41 და 42 წელი.
იტალიელმა კარაბინიერებმა, ფაზანოში სუპერმარკეტში ქურდობის ფაქტი გამოავლინეს.
დაკავებულები ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად, დოკუმენტების გარეშე იმყოფებოდნენ.
პოლიციამ დაკავებულები სხვადასხვა საკვები პროდუქტის მოპარვაში ამხილა, რომელთა საერთო ღირებულება 450 ევროს შეადგენდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, “მსუბუქი ქურდობისთვის”საქართველოს მოქალაქეები პატიმრობიდან გაათავისუფლეს, თუმცა ქვეყნიდან გააძევეს, მათ ქვეყანა 7 დღის ვადაში უნდა დატოვონ.