“სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და საქართველოში შემოვიდნენ” – დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ცნობით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ დაკავებულებმა სასაზღვრო სექტორ ,,სარფის” დასაცავ მონაკვეთზე სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით ქვეითად და სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და საქართველოში შემოვიდნენ.
“დაკავებულთაგან ერთ-ერთი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.
დაკავებული პირების მიმართ გატარდა საემიგრაციო პროცედურები, რის შედეგადაც განხორციელდა მათი ქვეყნიდან გაძევება”, – წერია ინფორმაციაში.