ახალი წლის ღამეს სტრასბურგში 200–ზე მეტი ავტომობილი დაწვეს
სტრასბურგში, ქვედა რეინის დეპარტამენტში, ახალი წლის ღამეს, 200–ზე მეტი მანქანა დაწვეს, იტყობინება France Info.
კიდევ 26 ავტომობილს ცეცხლი ქალაქ ლიმოჟისა და ზედა ვიენის დეპარტამენტში წაუკიდეს.
გარდა ამისა, პარიზსა და ქალაქ აგნოში, პიროტექნიკის გამოყენებას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 50 დაშავდა, მათგან 20 არასრულწლოვანია.