ტაივანში ავიაკატასტროფას 8 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არის ქვეყნის გენშტაბის უფროსი

ტაივანში, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომლის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის ქვეყნის გენერალური შტაბის უფროსი შენ იმინი.

გაზეთის China Daily–ს ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე სამხედრო მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ.

ავიაკატასტროფას 5 ადამიანი გადაურჩა.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები