თბილისში საკეისრო კვეთის შემდეგ 34 წლის ქალი გარდაიცვალა

“წმინდა იოაკიმესა და ანას სამედიცინო ცენტრში” 34 წლის მშობიარე ქალი გარდაიცვალა. მას საკეისრო კვეთა გაუკეთდა, რამდენიმე საათში კი მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა. ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ოჯახის თქმით, სამი შვილის დედას თრომბის წარმოშობის შედეგად გული გაუჩერდა. ახლობლები ექიმების უყურადღებობასა და დაუდევრობაზე საუბრობენ. ისინი ექსპერტიზის ჩატარებას და იმ პირების პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები